ქალურობა

ქალურობა მამაკაცის ორგანიზმში ქალის თვისებების არსებობაა. ეს ეხება როგორც გარეგნულ ნიშნებს, ისე სექსუალური ქეცვის თავისებურებებს. გარეგან ნიშნებს მიეკუთვნება სხეულის ფორმის ცვლილება, მხრების უფრო მცირე ზომა მენჯთან შედარებით, კარგად გამოხატული სარძევე ჯირკვლები, ბოქვენზე თმიანობა ჰორიზონტალურია, სახეზე კი მწირია ან საერთოდ არ აღინიშნება.ქალური გარეგანი ნიშნების არსებობის მიზეზები ხშირად ჰორმონული ბალანსის დარღვევის შედეგია, როგორიცაა ჰიპერესტროგენია და ჰიპოანდროგენია.
 
ასევე ქალური ნიშნები შეიძლება იყოს ჰიპოგონადიზმის, ღვიძლის დაავადებების,ენდოკრინული ჯირკვლების ქმედებაში დისკორელაციის კლინიკური გამოვლინება. რაც შეეხება სექსუალური ქცევის ცვლილებას,  ყოველთვის არაა დაკავშირებულია ჰორმონულ ცვლილებებთან, ხშირად ასახავს სქესობრივი აღზრდის თავისებურებებს. >>>> Read the rest of this entry »