სქესობრივი ინვოლუცია

 სქესობრივი ინვოლუცია (ლათ. Involution – ხვეული, გრაგნილის ხვია) სქესობრივი აქტივობის ასაკობრივი ქრობაა, რომელიც პირველ რიგში ვლინდება სასქესო სფეროსადმი ინტერესის თანდათანობითი დაქვეითებით.  სქესობრივი ინვოლუციას თან ახლავს სასქესო ორგანოების სტრუქტურული ცვლილებები, მათი ფუნქციის შესუსტება, ფსიქიკური სფეროს ცვლილებები. სიბერე და სექსი ხშირად ერთმანეთის გამომრიცხავ ცნებებად მიიჩნევა და ხანდაზმულ ასაკში მაღალი სქესობრივი აქტივობა გამონაკლისს წარმოადგენს, რაც ჯანმრთელობისათვის საზიანოა და ამასთან უზნეო საქციელადაც კი ითვლება. 
 სქესობრივი ინვოლუცია  კლიმაქტერული პერიოდიდან იწყება. ქალებში კლიმაქსისდაწყების ასაკი  დაახლოებით 50 წელია, მაგრამსქესობრივი ლტოლვის შესუსტება მხოლოდ 60 წლის ასაკისათვის შეინიშნება, ზოგჯერ კი უფრო გვიანაც. უფრო მეტიც კლიმაქსის დროს შესაძლოა მკვეთრად მოიმატოს კიდეც, იმაზე მეტად ვიდრე ახალგაზრდობისას აღინიშნებოდა. მეცნიერების აზრით ამის მიზეზი ფსიქიკური დაძაბულობის მოხსნაა, რაც დაკავშირებულია არასასურველი ორსულობის შიშის დაკარგვასთან. >>>> Read the rest of this entry »