ტრანსვესტიზმი

ტრანსვესტიზმი (ტრანს + ლათ. Vestio – ჩაცმა; სინონიმი – ტრავესტიზმი). საპირისპირო სქესის ტანსაცმლის ჩაცმისაკენ სწრაფვა. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ჰომოსექსუალიზმსუკავშირებდნენ, ამასთან აქტიურს – ქალებში და პასიურს – მამაკაცებში. ამიტომაც იმ ქვეყნებში, სადაც ჰომოსექსუალიზმიიდევნებოდა კანონით, ტრანსსექსუალიზმი ამორალურ და დანაშაულებრივ მოვლენად ითვლებოდა. თანამედროვე შეხედულებითტრანსვესტიზმი – არაერთგვაროვანი მოვლენაა, რამდენადაც საპირისპირო სქესის ტანსაცმლის მორგების მოტივები შესაძლოა სრულიადგანსხვავებული იყოს. ჭეშმარიტიტრანსვესტიზმი პერვერსიასწარმოადგენს, რომლის დროსაც მეორე სქესის ტანსაცმელში გამოწყობა სექსუალურ სიამოვნებას იწვევს, მაგალითად  ძლიერ სქესობრივ აღგზნებას იწვევს ქალის თეთრეულის, კაბის, კოლგოტის ჩაცმა. ხშირად საპირისპირო სქესის ტანსაცმლის მორგებას თან ახლავს სარკის წინ საკუთარი სხეულის თვალიერება და ონანიზმი.ტრანსვესტიზმის მოცემული ვარიანტი ფაქტიურად ფეტიშიზმის სახესხვაობას წარმოადგენს, რამდენადაც სქესობრივი დაკმაყოფილება ასეთ სუბიექტებში მჭიდროდაა დაკავშირებული საპირისპირო სქესის ნივთების დაუფლებასა და გამოყენებასთან. >>>> Read the rest of this entry »